Thursday, April 21, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:M
   მოგზაურობა ჩარგალში.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
  ფშაველი - ლუკა რაზიკაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა:A
 Aაქტუალურია იმიტომ, რომ ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას. წაიკითხავენ შეძლებისამებრ მხატვრულად მის ლექსებსა და მოთხრობებს და შესაძლებლობა ექნებათ წუთიერად მაინც აღმოჩნდნენ ვაჟას სამყაროში. LLLL
4. პროექტის მიზნები:
  პროექტის მიზანია მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ და მეტად შეიყვარონ ბუნების შვილი, მგოსანი, ფშაველი-ლუკა რაზიკაშვილი და მოიძიონ, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
5.მონაწილეთა ასაკი:
  9-10 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:
  2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:                                          მოსწავლეები მიიღებენ ღრმა ცოდნას ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. დაეუფლებათ მეტი სიყვარული ბუნებისადმი. ჩამოუყალიბდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობის უნარი. აღეძრებათ სურვილი მიღებული ცოდნა და სწავლის პროცესი გახადონ უფრო პროდუქტიული. მოაწყობენ შემოქმედებით პრეზენტაციას, გამოუშვებენ კედლის გაზეთს, შექმნიან ფოტო ალბომს.  მოძიებული მასალა განვათავსდება ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
   ახელმძღვანელო, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, სურათები, ინტერნეტი.
        9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
  პროექტის თემის წარდგენის შემდეგ მოსწავლეებს გავყოფ ოთხ ჯგუფად და მივცემ დავალებას.                                       
I ჯგუფს დავავალებ ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიული ცნობების მოძიებას;                                 II ჯგუფი მოამზადებს ვაჟას ლექსებს და ნაწყვეტებს მისი მოთხრობებიდან.
III ჯგუფს დაევალება, აიღონ ინტერვიუ ჩარგალში მცხოვრები იმ ადამიანებისაგან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ვაჟას ცხოვრებასთან;                                                    IV ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ჩარგალში გამართულ ,,ვაჟაობაზე.”
მოვაწყობთ ექსკურსიას ჩარგალში. მოვიძიებთ საჭირო მასალას მწერლის სახლ-მუზეუმში. სასურველია, მოსწავლეებმა შესრულებული დავალება წარმოადგინონ ტექსტების, ვიდეო მასალისა და პრეზენტაციის სახით.
     10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
   ქართული - მწერლის ბიოგრაფია, შემოქმედება და ნაწარმოებთა მხატვრული ღირებულებანი.
  Gგეოგრაფია - ვაჟას მშობლიური კუთხის გეოგრაფიული მდებარეობა.
  Bბუნება - ვაჟა ბუნების მგოსანი, ბუნების მესაიდუმლე და ბუნების ლაღი შვილია. თყის ბინადართა, მთის, ნაკადულის, მდინარის, ხისა და ყვავილის სულის მესაიდუმლე, ფიქრისა და აზრის გამზიარებელი.
   მუსიკა - პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
   საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
    ლილი ინდუაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
    qatqata@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
       liliinduashvili.blogspot.com